ჩვენს შესახებ
პიქსელ ცენტრი პირველი მრავალფუნქციური შენობაა თბილისში, რომელიც A+ კლასის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს პასუხობს. მასში შექმნილია პროგრესული და კომფორტული სამუშაო გარემო. შენობის მთლიანი ფართი შეადგენს 33 000 კვმ-ს. მიწისქვეშ განთავსებული სამი სართულიდან, ქვედა ორ დონეზე მოწყობილია უსაფრთხო პარკინგი, ხოლო ერთი სართული მთლიანად განკუთვნილია სუპერმარკეტისთვის. შენობის პირველ ორ სართულზე განლაგებულია სავაჭრო ცენტრი, მესამე სართულზე განთავსებულია კვების ობიექტები, ხოლო დანარჩენი ექვსი სართული განკუთვნილია ოფისებისთვის. პიქსელ ცენტრი გამოირჩევა ინოვაციური და ორიგინალური არქიტექტურით, რომლის დიზაინიც შექმნა გერმანელმა არქიტექტორმა ვანდელ-ჰოეფერ-ლორქმა. შენობის ინოვაციურ ფორმას გააჩნია ფუნქციონალური დატვირთვაც. ორმაგი ფასადი აკავებს ხმაურს, ხოლო მზისგან დამცავი ჟალუზები, რომლებიც მოთავსებულია ორმაგი ფასადის ვენტილირებად ნიშებში უზრუნველყოფს სასურველი ტემპერატურის შენარჩუნებას შენობაში. პიქსელ ცენტრი ასევე აღჭურვილია ბუნებრივი სავენტილაციო სისტემით, რაც ხელს უწყობს ჯანსაღი სამუშაო გარემოს არსებობას.